LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოფლიდან ჩამოსული ბავშვი კაჟივითაა“ – გიორგი ღოღობერიძე ხსნის, რატომა არის სოფელი საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

212
გიორგი-ღოღობერიძე

„მთავარი დიაგნოზის“ წამყვანი, ექიმი გიორგი ღოღობერიძე ვრცლად საუბრობს ზაფხულში ბავშვების დასვენების აუცილებლობაზე და განმარტავს, რატომ არის სოფელი საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის.

პირველი, დავიწყოთ საკვებით. ჩვენს საკვებში, ყოველდღიურად, ძალიან ბევრია ისეთი მავნე ნაერთები, როგორიცაა ნიტრიტები და ნიტრატები. სწორედ ეს ნივთიერებების არის უხშირესად ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი, სოფლის საკვები კი, ყველაზე ნაკლებად შეიცავს ყველა იმ დანამატს, რომელიც გამოიყენება დღეს ინდუსტრიაში. ბავშვისთვის სოფელში დასვენება, საუკეთესოა.

მეორე, ეს არის სუფთა ჰაერი. ჰაერი, რომელიც დიდ ქალაქებშია, უბრალოდ ტოვებს უკეთესის სურვილს. ქალაქში ძალიან ბევრი მტვერია, დილით გახვალ აივანზე, გაიხედავ და მტვრის უზარმაზარი ფენა ჩანს, როგორ გინდა ასეთ გარემოში ისუნთქო.  აბა წარმოიდგინე ახლა ტყესთან ახლოს სოფელში, სადაც უამრავი ნაძვია  და ეს ხეები გამოყოფენ სალბუტამოლის მსგავს ნივთიერებებს, რომლებიც პასუხისმგებელია სასუნთქი გზების სიჯანსაღეზე.

მესამე, ეს არის უზარმაზარი სივრცე სოფელში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიკურ აქტივობაში. ამიტომაც არის, რომ სოფლიდან ჩამოსული ბავშვი კაჟივითაა.

სწორედ სოფელში გვაქვს ერთად ყოფნისთვის მეტი დრო, რაც ნამდვილად არაა მხოლოდ სიტყვები. ქალაქში ყველანი ვართ ან ტელეფონებთან ან ტელევიზორებთან. ეს სოფლში ნაკლებადაა და მეტი დრო რჩება ერთმანეთისთვის.

სუფთა წყალი სოფელში, არის არანორმალურად სუფთა.

სოფლის შემთხვევაში გარემო ძალიან სუფთაა, დაბალია ტყვიის შემცველობა, რაც თავის მხრივ ახდენს ყველა იმ დაავადების პრევენციას, რომელსაც მაღალი ტყვია იწვევს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

„რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლით სრულად დავამარცხეთ“ – გიორგი ღოღობერიძე კიდევ ერთ გამოჯანმრთელებულ პაციენტზე ემოციურ პოსტს გვიზიარებს

გიორგი ღოღობერიძე გვასწავლის, როგორ ვუშველოთ მაღალ წნევას, ქოლესტერინს, ჭარბ წონას, დაბალ იმუნიტეტსა და გულის აჩქარებას მედიკამენტების გარეშე

ვიდეო: მე მოგიყვებით, როგორ გადავრჩი – გიორგი ღოღობერიძე ახალ გადაცემას იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები