Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„სოფლად მოისმა მეხის გავარდნა, ანუ სროლის ხმა. სოფელს, აჭედილ საყდრის ეზოდან – კაცის სიკვდილის ხმები ესმოდა“ – რატი ამაღლობელი რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ლექსს უძღვნის – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოფლად მოისმა მეხის გავარდნა, ანუ სროლის ხმა. სოფელს, აჭედილ საყდრის ეზოდან – კაცის სიკვდილის ხმები ესმოდა“ – რატი ამაღლობელი რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ლექსს უძღვნის

157
Untitled design (2)

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ, პოეტმა რატი ამაღლობელმა ლექსი დაწერა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„საყდრის კარები

(თამაზ გინტურს)

მზე გადასული იყო ნახევრად,

შინ ბრუნდებოდა ტყიდან ნახირი.

ჩნდებოდა წითლად გზა-გზა ლაქები,

დიოდა ძროხა ზანზალაკებით.

ცოტა ხნით ადრე სოფლად მოისმა

მეხის გავარდნა, ანუ სროლის ხმა.

სოფელს, აჭედილ საყდრის ეზოდან –

კაცის სიკვდილის ხმები ესმოდა.

ქალი დაქვრივდა, შვილი დაობლდა,

ოღონდ მანამდე სასაფლაოდან

საყდრის ეზოსკენ ბილიკს აუყვა,

საყდარს დახშული კარი გაუღო.

მერე გაისმა ხმები საზარი,

ისროდა ტაძრის გადამრაზავი.

ისროდა მთელი ბნელი რუსეთი,

ხელში შოლტით და ჯვარცმის ლურსმნებით.

და მაინც საყდრის კარი გაიღო,

და კაცმა თავი მსხვერპლად გაიღო.

კაცი ვეება ძალას შეება,

გახსნა დახშული ცათა ბჭეები.

გულები გახსნა და შიგ სათბურად

დაისადგურა“, – წერს რატი ამაღლობელი.

 

საყდრის კარები
(თამაზ გინტურს)

მზე გადასული იყო ნახევრად,
შინ ბრუნდებოდა ტყიდან ნახირი.

ჩნდებოდა წითლად გზა-გზა…

Posted by Rati Amaglobeli on Sunday, November 12, 2023