“ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს მცირე ბიზნესის წამოწყებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სოფლად მცხოვრები პირებისთვის მიკრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება 20-დან 30 ათასამდე გაიზრდება.
750 ლარის ხელფასი 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადიდან თავისუფლდება
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ ვითარებაში სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია და ფერმერებს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ.
გახარიან ასევე განაცხადა, რომ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის 50 მლნ ლარი გამოიყო.
იდენტიფიცირების შემდეგ, თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით – პრემიერი
“ზრუნვა სოფლის მეურნეობაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კომპონენტი გახლავთ. ეს გახლავთ ის ნაწილი, რომლის მნიშვნელობაც დღეს კიდევ უფრო დიდია. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ფერმერს, რადგან მათი ფუნქცია და როლი დღეს აშკარად გამოჩნდა. თუნდაც იმ ნაწილში, რომ მათ დააკმაყოფილონ ქვეყანაში გენერირებული მოთხოვნა, ელემენტარულ სასურსათო პროდუქტებზე, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი მეზობელი პროტექციონალურად უკვე კი არ იცავს ბაზარს, არამედ იცავს თავის ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტებს. ამიტომ ჩვენთვის ადგილობრივი წარმოების განვითარება, იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოთხოვნა, უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება. მიკრო საგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. ის დაიწყო, თუ არა ვცდები, 5 ათასი ლარიდან და შემდგომ გახდა 15-20 ათასი ლარი. დღეს, ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ზღვარი აგვეწია 30 ათას ლარამდე და ამ პორტფელის რაოდენობა გაგვეზარდა 40 მლნ-მდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს მცირე ბიზნესის წამოწყებას. ჩვენ მას პირდაპირ გრანტის სახით ფინანსური რესურსით ვეხმარებით. პირველ რიგში, იმისთვის, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და შემდგომ უკვე შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები”, – განაცხადა გახარიამ.