LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს

116
5B6776ED-2D6D-4318-8996-8CB7D108891D

სოფიო ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს.

„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!“-წერს ქაცარავა.

“ქართული ოცნების წითელი ხაზი“ - დეპუტატები მმართველ პარტიას ტოვებენ

დეპუტატების პრინციპული გადაწყვეტილება პრინციპულ შედეგზე.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის რიგები 9 დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის იყვნენ: სოფიო ქაცარავა, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, თამარ ხულორდავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები