LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიო გორგაძის ინფორმაციით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა, დაახლოებით, 20-30 აბიტურიენტმა ვერ მოახერხა

73
gorgodze_sofo

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტების უმრავლესობამ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დასწრება მოახერხა.

როგორც სოფიო გორგოძემ განაცხადა, გამოცდისთვის ენგურის გამშვებ პუნქტზე ე.წ. საზღვარი აბიტურიენტების მცირე რაოდენობამ ვერ გადმოკვეთა.

„რამდენი აბიტურიენტი ვერ გადმოვიდა ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გვექნება. როგორც მოგეხსენებათ, აბიტურიენტები ქალაქს ირჩევენ, სად სურთ მათ გამოცდის ჩაბარება, არ არის მითითებული სკოლა სად დაამთავრეს. თუმცა, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სხვადასხვა უწყებებიდან შევაგროვეთ, დაახლოებით, საუბარია 170-დან 180 აბიტურიენტამდე. ორ-სამ დღეში მეცოდინება ზუსტად, ვინ მოვიდა მათგან გამოცდაზე. იმ ინფორმაციით, რაც დღეს მაქვს, დიდი უმრავლესობა გადმოვიდა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დაწერა შეძლეს. მათ შორის იმ პირებმაც, ვინც გამოცდაზე გუშინ უნდა მოსულიყო. დაახლოებით, საუბარია 20-30 აბიტურიენტზე, რომლებმაც გადმოსვლა ვერ მოახერხეს. თუმცა, ზუსტად ეს ციფრი მას შემდეგ მეცოდინება, რაც ნაშრომები გასწორდება და მათი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა გორგოძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები