LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიკო შევარდნაძეს ახალი რჩეული ჰყავს? (ფოტოები)

135

სოფო შევარდნაძის პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საქართველოში არცთუ ხშირად ჩამოდის… მას რომანი ჰქონდა კინორეჟისორ ლევან კოღუაშვილთან („ქუჩის დღეები“), თუმცა მათი სასიყვარულო ურთიერთობა წლების წინ დასრულდა. სოფო 38 წლის გახლავთ და აქამდე დაქორწინებული არ ყოფილა.

მის „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა ფოტოები, სადაც ის გიორგი ამირანაშვილთან ერთად არის გამოსახული. გიორგი პროფესიით მარკეტოლოგია. ერთ-ერთი ფოტო სოფოს ძმას, ლაშას აქვს გამოქვეყნებული და აწერია, რომ ოჯახი გაერთიანდა.

უცნობია, რა ურთიერთობა აქვთ გიორგისა და სოფოს, თუმცა ფოტოებიდან გამომდინარე, მათ შორის საკმაოდ თბილი დამოკიდებულება უნდა იყოს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები