LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიას ცენტრალური მოედანი საფეხმავლო გახდება

116
6345

სოფიაში ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა და ქუჩა მთლიანად ქვეითებს დაეთმო. მომავალში მოედანი გახდება გაერთიანებული ზონის ნაწილი, რომელიც არა ტრანსპორტისთვის, არამედ ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი.
ტერიტორია საპარკინგე ადგილებისგან სრულად გაწმინდეს. უახლოეს კვირებში იქ სკამებს დადგამენ და „მწვანე“ ზონებს მოაწყობენ.

მერიის ინფორმაციით, ხალხი ბევრი წლის განმავლობაში იძულებული იყო, მანქანებს შორის ემოძრავა, რათა მოედანი გაევლო. ცვლილებები ქალაქში ავტომობილთა რაოდენობასაც შეამცირებს, რაც იმას ნიშნავს რომ სოფიაში ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტული გახდება, ჰაერის და ხმაურის დაბინძურება კი შემცირდება.

წარსულში სოფიაში სხვა ცენტრალური ადგილებიც გახადეს საფეხმავლო და მომავალში ერთი დიდი ქვეითთა ზონის ჩამოყალიბება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ევროპული ქალაქი ცდილობს თავისი სივრცე ქვეითთა მიმართ უფრო მეგობრული გახადოს. მაგალითად პორტუგალიური ქალაქის, პორტუს მესამედი მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს ეკუთვნით და ავტომობილთა გადაადგილება აკრძალულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები