LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია ვერგარა სუროგატ დედას ეძებს

272

მსახიობი სოფია ვერგარა კვლავ სუროგატ დედას ეძებს. ინფორმატორების თქმით, ის ქმართან, ჯო მანგანელოსთან ერთად საერთო შვილზე ოცნებობს. რაგან სოფიას არ შეუძლია თავად ბავშვის გაჩენა პირადი თუ სამედიცინო მიზეზების გამო, მსახიობმა გადაწყვიტა, კვლავ სუროგატი დედის მეშვეობით გააჩინოს შვილი.

„ჯო და სოფია ოცნებობენ დიდ ოჯახზე, ბედნიერებისთვის მათ მხოლოდ შვილი აკლიათ. წყვილმა გადაწყვიტა, მომავალ წელს აუცილებლად გახდნენ საერთო შვილის მშობლები. პროცესში სოფიას შვილი, მენიც კი იქნება ჩართული,“ – აღნიშნავენ ინფორმატორები და ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რომელ ქალს ანდონ ბავშვის სუროგატი დედობა, მსახიობის უფროსი შვილიც მიიღებს მონაწილეობას.

წლის დასაწყისში მანგანელოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მას ოპერაციაც გაუკეთეს. ახლა კი, ოჯახთანდ აახლოებული პირები ამბობენ, რომ ჯო შესანიშნავ ფორმაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები