LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა, სოფი ტორნერმა ორსულობის ბოლო თვეებში გადაღებული ფოტოები გაავრცელა

257
safe-image

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, 24 წლის  სოფი ტერნერი და მისი მეუღლე, 30 წლის მუსიკოსი, ჯო ჯონასი მშობლები პირველად გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, წყვილმა შვილს უილოუ დაარქვა. ორსულობის შესახებ ინფორმაცია თებერვალში გავრცელდა. როგორც ცნობილია, მსახიობი პაპარაცებს გამუდმებით ემალება,  ამ დროის განმავლობაში ინტერნეტში სოფის ორულობის ამსახველი კადრები არ გავრცელებულა.

სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა გადაწყვიტა, „ინსტაგრამ“ გამომწერები გაეხარებინა და სოციალურ ქსელში ორსულობის ბოლო თვეებში გადაღებული ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოში სოფი ძაღლთან ერთად, საცურაო კოსტიუმში პოზირებს.

შეგახსენებთ, წყვილი გასული წლის მარტში დაქორწინდა, მათ ლას-ვეგასის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი, ორი თვის შემდეგ კი საფრანგეთში პომპეზური წვეულება  მოაწყვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები