LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელში პოლიციაა შემოსული, დგანან ნიღბებით და ფარებით ჩვენს წინააღმდეგ – ჭუბერის მკვიდრი

78

ადგილობრივების ინფორმაციით, ჭუბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. როგორც ჭუბერის მკვიდრი გარი ჩხვიმიანი აცხადებს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დაბაში გამთენიისას, 05:00 საათიდან გამოჩნდნენ.

ადგილობრივების ნაწილი აღნიშნულს აპროტესტებს, რის გამოც ამ დროისთვის ხაიშის ცენტრშია შეკრებილი.

„ხაიშის ცენტრში გზის ერთ მხარეს ხელკეტებით მოსახელობა დგას, ხოლო მეორე მხარეს პოლიცია. გარეთ ვართ ყველა გამოსული – დიდი და პატარა. ერთმანეთის პირისპირ დგას მოსახლეობა და პოლიცია. რამდენიმე ადამიანი ვდგავართ შუაში, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. პოლიციელები არიან ნიღბებით და ფარებით ჩვენს წინაააღმდეგ. მოსახლეობა ერთმანეთს ვიცავთ სახელმწიფოსგან. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ჭუბერში ხეების ჭრამ გამოიწვია მეწყერი, რაც არის ტყუილი,“ – აცხადებს გარი ჩხვიმიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხაიშსა და ჭუბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა დიდი ოდენობით ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება.