სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ჩაის” ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოდში 9 ჰექტარის ტერიტორიაზე გაშენებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ჩაის პლანტაციის გაწმენდა და გასხვლა. სამუშაოებზე დროებით 10 ადამიანი დასაქმდა.
სოფელი ზოდი მესამე ადგილია, სადაც ქართული ჩაის აღორძინება დაიწყო. ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია სოფელ ნიგოზეთსა და გეზრულშიც ჩაუტარდა. რეაბილიტაციის პერიოდში გეზრულსა და ნიგოზეთში 37 ადამიანი დასაქმდა