ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. თვითმხილველის ინფორმაციით, ML-ის ჯიპს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაცხადეს, რომ საავადმყოფოში ორი დაშავებული შეიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.