გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარის ტყეში მამაკაცი მანქანაში დამწვარი იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, მკვლელობა მოხდა თუ უბედური შემთხვევა.
ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, მკვლელობა მოხდა და მამაკაცი კვალის დაფარვის მცდელობის მოტივით დაწვეს, ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა იყოს უბედური შემთხვევაც.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზე, 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.