კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-იდან ცნობით, აღნიშნული ფაქტი მორიგი დესტრუქციული ქმედებაა, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს.
„კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ განაახლეს ყარაფილასთან, ცენტრალური მაგისტრალიდან 300 მეტრში, რუსმა ოკუპანტებმა ხნულებზე ტრაქტორებით მუშაობა.