გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი დაკავებულია.
შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილობრივების თქმით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მეტი დეტალის გარკვევას „ფორტუნა“ შსს-თან ცდილობს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.