LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ტირძნისში, მდინარეში 10 წლის ბიჭი დაიხრჩო

168
1

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისში უბედური შემთხვევა მოხდა – მდინარეში 10 წლის მოზარდი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლის ბიჭი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა, ის თანატოლებთან ერთად მდინარეზე იყო, რა დროსაც  უბედური შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მოზარდმა წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დინებამ წაიღო, თანატოლებმა კი მისი შველა ვერ შეძლეს.

„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები