LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ შილდის ტყეში ხანძარს ებრძვიან

43
untitled-design-2022-09-02t093122-062

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარს ებრძვიან.

ცეცხლი გუშინ დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ტყის ქვედა საფართან ერთად იწვის ეკალ-ბარდი და ხმელი ხეები. მეხანძრე-მაშველები და სატყეო სამსახურის თანამშრომლები ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში ამ დრომდე აქტიურად მონაწილეობენ. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ტერიტორიაზე ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები