ოზურგეთში სოფელ შემოქმედის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი – 30 ჰა ფართობი. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მუშაობდა 70 მეხანძრე-მაშველი.
შემოქმედი-გომის საზღვარზე ტყეში ხანძარი 13 აპრილს საღამოს გაჩნდა.