სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში, საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ჭერი ჩამოიშალა. ბაღში მისულმა თანამშრომლებმა ჩამოვარდნილი ჭერი ამ დილით ნახეს. ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. დღეს ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ქვემო მაჩხაანის ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია სამი წლის წინ ჩაუტარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ათასი ლარი დაიხარჯა.