LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ომალოში სახლის სარდაფში ადამიანის ცხედარი იპოვეს 

229
Untitled design (1)

თუშეთში, სოფელ ომალოში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სარდაფში ცხედარი რამდენიმე დღის წინ სახლის მფლობელმა იმ დროს ნახა, როდესაც სარდაფს ათვალიერებდა. მანამდე კი სახლის მფლობელი სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცია და წელიწადზე მეტი დროის წინ არის გარდაცვლილი.

„სახლის მეპატრონე წლებია აქ არ ყოფილა, ახლა ჩამოვიდა სახლის გასარემონტებლად და ასეთი ამბავი დახვდა. ჩამომხრჩვალი იყო და უკვე ჩონჩხი. მერე პოლიცია გამოიძახეს“, – აცხადებენ ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები