LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ომალოში 3 მამაკაცი დაჭრეს

223
ავარია (1)

თუშეთის სოფელ ომალოში ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქორწილისა და ნათლობის სუფრებზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

გავრცელებული ცნობითვე, დაკავებულია ერთი პირი.

ერთი დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე ყამბარაშვილის კლინიკაში, მესამე დაზარალებული კი თბილისში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები