ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
ბოლო მონაცემებით, ბოლნისში 156 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 707-მდე გაიზარდა, 456 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.