ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი ასფალტის საფარიანი გზა დაიგება. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროდან აცნობეს, მარელისის ტყე-პარკის კოტეჯამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი პირველად იგება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ასევე, გატარდება გზის უსაფრთხოების სამუშაოები.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 1 091 438 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.