LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ კვირიკეში გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

96

ქობულეთში რკინიგზის გადასასვლელიდან კვირიკე-ჰესის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

დღეს, გზის 3 900 მეტრ სიგრძის მონაკვეთზე ტერიტორიის მოშანდაკება დაიწყო, რის შემდეგაც ასფალტობეტონის საფარი დაიგება.

სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა 2016 წლის 3 ნოემბერია. საერთო ღირებულება კი ტენდერის მიხედვით 779 000 ლარს შეადგენს შეადგენს.

გზის კეთილმოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს „სამკუთხედი“ ახორციელებს.

სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა.

,,ძალიან დიდი თემია. ამ სოფელს ნამდვილად სჭირდებოდა ახალი გზა. დღეს დაიწყო ასფალტის დაგება, მოწესრიგდა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ წლის განმავლობაში 45 კმ-მდე სოფლის და 12 კმ ბეტონის გზაა უკვე დაგებული. ასევე, 5 ახალი ხიდია აშენებული“,-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.