LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ გუმათში, „ნამოხვანჰესის“ მშენებელი კომპანიის „ენკას“ საწყობის ეზოში სამართალდამცველების მობილიზებაა

55
ენკას საწყობის ტერიტორია

სოფელ გუმათში, „ნამოხვანჰესის“ მშენებელი კომპანიის – „ენკას“ საწყობის ეზოში სამართალდამცველების მობილიზებაა. კომპანიის ეზოში სამართალდამცავები რამდენიმე ავტომობილით ცოტა ხნის წინ შევიდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მობილიზების მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.

ინფორმაცია არ აქვთ არც თავად კომპანია „ენკაში.“

ამ წუთებში „რიონის ხეობის მცველების“ ნაწილი სოფელ გუმათის შესასვლელთან იმყოფება – იქ, სადაც კომპანიის საწყობია განლაგებული. ხეობის მცველების მეორე ნაწილი კი, უშუალოდ სოფელ გუმათში, რკინის ბარიკადებთან რჩება. ამ დროისთვის “რიონის ხეობაში” სიმშვიდეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, სოფელ გუმათში,“ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადების მიღმა შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და  გუმათში შეკრებილ „რიონის ხეობის მცველებს“ მოუწოდა დაეცვათ კანონის მოთხოვნები და სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.

ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმები – გუმათში დაკავებულებს ირონიულად ექცეოდნენ: ადვოკატი

 

 

ფოტო: IPN