სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღოღეთთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს.
როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
მათივე ინფომაციით, შემთხვევა სოფელ ღოღეთთან გუშინ მოხდა.
ოკუპანტები თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან გამოჩნდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან მათ ტახტისძირიდან გადმოინაცვლეს, სადაც რამდენიმე დღის წინ მავთულხლართები 2 მეტრით გადმოწიეს.
ფოტო: დავით ქაცარავა.