LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია – შესაძლოა ეს იყოს დივერსია: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული

66
rachaaaa

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, „რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია“.

როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას მარგველიძემ განმარტა, დამწვარია 8 ჰექტრამდე ტყის ფართობი.

„რა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. არის გონივრული ეჭვი და ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა იყოს დივერსია“, – განაცხადა მარგველიძემ.