LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ჭუბერში გამართული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

47

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გამართული საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში  გადაიზარდა. ლახამულას თემის მოსახლეობა კონკრეტულ თარიღს ითხოვდა, თუ როდის მოხდებოდა გზის და ელექტრობოძების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.
ადგილობრივები ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასა და სოფელში ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილობრივებს გზის მთავარი მაგისტრალი ამდრომდე გადაკეტილი აქვთ და მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები