სოფელ აღაიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.