LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოცქსელში გავრცელებულ ბავშვზე ძალადობის ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

143

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები თანატოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ გამოძიება დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის 20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157 -ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არსრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით უწყებას არასამათავრობო ორგანიზაცია PHR-მა მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, რომელიც ვიდეოს გავრცელების აღკვეთას და გამოძიების გადაუდებლად დაწყებას მოითხოვს. ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა ძალადობის მსხვერპლს გაეწიოს ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუცილებელია ასევე, გატარდეს ყველა ღონისძიება ვიდეო ჩანაწერში მონაწილე ბავშვების ძალადობრივი ქცევის კორექციის და მათთვის ყველა შესაბამისი სერვისის შეთავაზების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები