LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოცქსელებით ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნის მოთხოვნით იძულება საშიშ მასშტაბებს იღებს – მშობლებმა, სკოლამ, სახელმწიფომ მოზარდებთან აუცილებლად უნდა იმუშაონ“ – გოგა ჩანადირი

136
ჩგოგა ჩანადირი სოციალური მედიაზე

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი მოზარდების მიერ სოციალურ ქსელების სწორად გამოყენების საკითხზე წერს და ფიქრობს, რომ ამაზე მოზარდებთან აუცილებლად უნდა იმუშაონ და თანაც, გაასმაგებულად მშობლებმა, სკოლამ, სახელმწიფომ.

ჩანადირი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნებმა უფრო ნათლად უნდა იცოდნენ, რომ არ გააგზავნონ შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ან სექსუალური შინაარსის ფოტოები, ურთიერთობა არ გააბან უცნობებთან ან შემთხვევით გაცნობილებთან.

„თავადაც მუდამ ვითარდება.. მოსწავლეებს კარგ მოქალაქეებად აყალიბებს“ – გოგა ჩანადირი წერს, როგორი უნდა კარგი მასწავლებლის თვისებები

„ხოლო თუ მსგავსი ფოტოების გაგზავნას (სხვა საკითხების შემთხვევაშიც) აიძულებენ ან ემუქრებიან, პირველივე შემთხვევაში აცნობონ ოჯახს, სკოლას ან შსს-ს. ბოლოს და ბოლოს, გამოიყენონ 112 ან 199 (სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი).

„ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მოიპოვებდნენ და დაზარალებულთა ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ“ – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა

საშიშ მასშტაბებს იღებს სოციალური ქსელებით მუქარა და იძულება არასრულწლოვნების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნის მოთხოვნით. სამწუხაროდ, დამძალებლებს შორის არასრულწლოვნებიც არიან და ამ მხრივაც ბევრი აქვთ სამუშაო მშობლებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს.

კარგია, რომ პოლიცია ამ მავნებლობაზე რეაგირებს. საჭიროა ცნობიერების ასამაღლებელი მასობრივი აქტივობები როგორც ამ მხრივ, ასევე პირადი მონაცემების საკითხებზე“. – წერს გოგა ჩანადირი „ფეისბუკზე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები