LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური ქსელები მენტალურ პრობლემებს იწვევს

192

“ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ გვეხმარება, მუდმივად გვქონდეს კონტაქტი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან, თუმცა სოცალურ ქსელში თუ დიდ დროს ატარებთ, მარტოობის განცდას გაგიმძაფრებთ, ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

პიცბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების თქმით, სოციალურ ქსელების აქტიური მომხმარებლები საზოგადოებისგან იზოლირებულად გრძნობენ თავს.

სოციალური ქსელების დიდი ხნის მანძილზე მოხმარებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აგრესია, განცდა, რომ სხვები უფრო ბედნიერად ცხოვრობენ და მეტად წარმატებულები არიან.

„შესაძლებელია, ის ზრდასრული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისგან იზოლირებულად გრძნობენ თავს, შვებას სოციალურ მედიაში პოულობენ. ან პირიქით – სოციალური მედია დროთა განმავლობაში მათში იზოლაციის შეგრძნებას აღვივებს. შესაძლებელია, ორივე ფაქტორი ერთად მოხდეს. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც საზოგადოებისგან განყენებულების შეგრძნება მოდის პირველად, სოციალური მედია არ ამსუბუქებს პრობლემებს,“ – ამბობენ ფსიქოლოგები.

მათივე თქმით, აუცილებელია მსგავსი კვლევები, რადგან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და სოციალური იზოლაცია ახალგაზრდებში ეპიდემიურ დონეს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები