LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური მუშაკების ფუნქციები საკმაოდ ფართოა და კიდევ უფრო გაიზრდება – დავით სერგეენკო

59
sergeenkoo

სოციალური მუშაკების ფუნქციები დღესდღეობით საკმაოდ ფართოა და პერსპექტივაში კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რა ფუნქციებს ასრულებს დღესდღეობით სოციალური მუშაკი: ბავშვზე ოჯახში ძალადობის გამოვლენა, მათზე რეაგირება და შემდგომი ინტერვენციების გამოვლენა; მეურნეობის მზურველობის მხარდაჭერის საქმიანობა და მათზე ზედამხედველობა; ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ზედამხედველობა; დამცავი და შემაკავებელი ორდერების და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლოში პროცესებში,  არასრულწლოვანთა დაკითხვის პროცესში მონაწილეობა; ოჯახური დავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება; ფულადი და არაფულადი დახმარების საკითხში მონაწილეობა და ამ საკითხთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება, როგორიც არის ოჯახებთან გასაუბრება, სერვისების მიღებაში დახმარება და სხვა; ეს არის მოკლე და საკმაოდ მშრალი ჩამონათვალი იმ აქტივობების, რასაც ახორციელებენ სოციალური მუშაკები,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრმა სოციალური მიმართულებით წლების განმავლობაში არსებულ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ორ ნაწილად იყოფა, რაოდენობრივი და თვისობრივი.

„სოციალური რებილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, 2019 წელს 35 მილიონ ლარზე მეტია, წლების განმავლობაში გაორმაგდა. ადრეული განვითარების პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 129 ათასი ლარი და დღეს არის 2 მილიონი ლარი, ანუ რაოდეობრივი დინამიკა არის მზარდი. რაც შეეხება თვისობრივ დინამიკას და საკითხის ფუნქციურ არსს – გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობა და ფუნქციები მნიშვნელოვნად იზრდებოდა, სისტემამ, რომელიც უზრუნველყოფს მათი შესრულებული სამუშაოს რაოდენობრივ-თვისობრივ კონტროლს, მათთან უკუკავშირს, სისტემა იმდენად სწრაფად ვერ განვითარდა ვერ დაეწია იმ ფუნქციების გაფართოებას, რაც ხდებოდა მათ სამუშაო დატვირთვაში. აქედან გამომდინარე, ამის დეტექცია ყოველთვის ხდებოდა. ეს დაფარული არასდროს არ ყოფილა, სწორედ ამიტომ იყო შარშან რამდენიმეთვიანი კონსულტაციები სპეციალისტებთან მათ შორის, საერთაშორისო დონის სპეციალისტებთან. შარშან 2018 წელს მიღებული იქნა ახალი კანონი, რომელშიც გაიწერა ბევრი მიზანი, გაიწერა გრაფიკი და შარშან სექტემბერში ამ კანონს დაემატა სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და სხვადასხვა რეგულაციები,“ – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები