სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული დაახლოებით 200 სოციალური მუშაკი გაფიცვისთვის ემზადება.
ისინი სახელმწიფოსგან სოციალური პროგრამების რეფორმირებას და მათთვის მინიმალური შრომითი სტანდარტების შექმნას ითხოვენ.
სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანეს წერილი სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“ კოლექტიური დავის დაწყების თაობაზე.
სოციალური მუშაკების ძირითადი მოთხოვნაა, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ეფექტური სერვისების ჩამოყალიბება.
სოციალური მუშაკების განცხადებით, სათანადო მომსახურებების და მექანიზმების არარსებობის, თუ სათანადო რესურსების სიმწირის გამო ხშირად ვერ ახერხებენ ყოველდღიურ რეჟიმში ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებსა თუ ოჯახებს, რის გამოც მუდმივი საფრთხის ქვეშაა ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და სხვათა ინტერესები.
https://www.facebook.com/327955441259833/videos/337130347130893/?__xts__[0]=68.ARD6k6CPRN-d1GW91XUTZEaD1VQtZI-amEvYtAkkmBOxXMjcJPpPfpoEwwS0x89wOxbVhDwn1BwcmAlMlXyNg8af1YQqMalf2LzJGqpziGXe9hHXVh8aXFgLvLzbaXNR7X96Kalj1cHQyR_AR4iIvvLG4qFpfxOfQ9aJr7gYao6Kuhjmh_epUzqEXijh-HSYa_hoAXNE6xY4Gysl2AKmHgOE5LZdmhh-9r6wpur2IQR93WSyA7JSK-gMoCFs60hVuVb-P2QAUczmOIK1fzFIJMBAcj5KRFWL5Efg_CMhcVpSyPfoClIYeB1by3gzBKXxauZFVnn7pH8ozk3AyHgSwYda_xDcF-IOlYU&__tn__=-R
მათ მოთხოვნებს იზიარებენ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი,” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,” “სოციალურ მუშაკთა ასოციაცია,” “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები.”
ოციალური მუშაკების ბრალდებებს, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ეხმაურება. ნინო ოდიშარია აცხადებს, რომ სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს განსაზღვრავს, მათ შორის სოციალური მუშაკების სამუშაო გრაფიკსაც.
მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რაც გააუმჯობესებს სააგენტოს მუშაობას.
„2018 წლიდან შემუშავდა სოციალური სამუშაოს შესახებ კანონი, რასაც მოყვა სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა შევასრულოთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა უწყებებმა, სადაც ასევე იქნებიან სოციალური მუშაკები.
სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია რეორგანიზაცია და მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ისე განისაზღვროს, რომ ბენეფიციარებისთვის მომსახურება გაუმჯობესდეს. შექმნილია საბჭო მინისტრის თავმჯდომარეობით, სადაც ასევე არიან ჩართულნი სოციალური მუშაკები,“ – ამბობს ნინო ოდიშარია.
მისივე თქმით, გამოწვევები ქვეყანაში შეიცვლილია და ბენეფიციარებს სხვა სახის სერვისები ესაჭიროებათ.
“ამიტომ დროული იყო კანონი, რომელიც ძალიან კარგად არეგულირებს მათ მუშაობას და ბევრ გამოწვევას უპასუხებს,”- განაცხადა ნინო ოდიშარიამ.
ნინო ოდიშარიას სთხოვეს სამი გამოწვევა დაესახელებინა, თუმცა, მან აღნიშნა, რომ ეს გამოწვევები შესაძლოა იყოს რეგიონისთვის სხვა და თბილისისთვის სხვა.