LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური და ეკონომიკური შეღავათებით 1582 მაღალმთიანი დასახლება ისარგებლებს

39

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.

როგორც „ფორტუნას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლების ნუსხაში შეტანიდან 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება.

კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლეებში მცხოვრებ მოქალაქეებზე გავრცელედება სოციალური და ეკონომიკური შეღავათები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები