LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურად დაუცველ 2 წლამდე ბავშვებს კვებითი დანამატებით მოამარაგებენ

125

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ჯანდაცვის სამინისტრო საკვები დანამატებით მოამარაგებს. დავით სერგეენკოს თქმით, რამდენიმე კვირაში 6 თვიდან 23 თვის ასაკამდე ბავშვებისთვის სპეციალური 15 კომპონენტიანი მინერალებისა და ვიტამინების შემცველობის კვებითი დანამატების დარიგებას დაიწყებენ.

„ამას მთავრობა დაარიგებს უფასოდ. ის იქნება მთელი რიგი დაავადების პრევენიისა და ბავშვის სწორი განვითარებისთვის. თქვენ გახსოვთ ფოლიუმის მჟავა, რომელიც დარიგდა პრევენციის მიზნით ორსულებისთვის.

ეს პროდუქტი არ არის მაღალი ღირებულების. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შემოვიტანოთ. 13 000 სოციალურად დაუცველი ბავშვისთვი არის ამ ასაკობრვი ჯგუფში. დანარჩენებს შეუძლიათ, შეიძინონ აფთიაქში. მისი შეძენა არცერთ მცირეშემოსავლიან ოჯახს არ გაუჭირდება”,- განაცხადა სერგეენკომ.