LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ ქსელში ურთიერთობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

40

ამერიკელმა მეცნიერებმა უარყვეს ფაქტი, თითქოს ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე სოციალურ ქსელში ვირტუალური კონტაქტი.

სპეციალისტების კვლევაში 25-დან 70 წლამდე, 12 მლნ-ზე მეტი  სოციალური ქსელის აქტიური და ნაკლებად აქტიური მომხმარებელი  მონაწილეობდა, რომელთა მონაცემები მოგვაინებით შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტით გატაცებულები უფრო დიდხანს ცოცხოლობენ, ვიდრე ისინი, ვინც არასდროს ყოფილა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული.

სპეციალისტების აზრით, ჩვეულებრივ ის მომხმარებელი უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, ვინც შეტყობინებებს იღებს და არა ის, ვინც აგზავნის. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ სოციალური აქტიურობა (თუნდაც ვირტუალურ სამყაროში) დადებითად მოქმედებს არა მარტო მათ ფსიკიკაზე, არამედ ფიზიკურ მდგომარეობაზეც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები