LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ ქსელში სოფელ ჯუთისჯენ მიმავალი დაზიანებული გზის ფოტოები ვრცელდება

232
BeFunky-collage1 (56)

სოციალურ ქსელში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთისჯენ მიმავალი დაზიანებული გზის ფოტოები ვრცელდება. ფოტოებზე ჩანს, რომ გზის ცალი მხარე ჩამოშლილია. ინტერნეტმომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ეს გზა ახალი ტრაგედიის მიზეზი შეიძლება გახდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფეისბუქ გვერდზე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ჯუთას გზის გამაგრებისთვის უკვე არსებობს პროექტი და პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

“ჯუთას გზის რეაბილიტაციისათვის საჭირო პროექტი სამუშაოები დასრულებულია და გამაგრებითი სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია.

როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.

2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება.

კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები