სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში განაცხადეს, სამინისტრო საქმის კურსშია და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის რეაგირებას ახდენს.
„გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით,“ – აცხადებენ შსს-ში.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოიკითხება. სწორედ ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ.