LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ ქსელებში ასაფეთქებლების აკრძალვას ითხოვენ – „სახელმწიფომ მოაწყოს ფოიერვერკი და არა მთვრალმა სამეზობლომ!“

466

წინა კვირას ასაფეთქებლებთან დაკავშირებით უსიამოვნო სიახლეები არ მოგვაკლდა. ჯერ იყო და რუსკა და ნინუცა მაყაშვილების პატარა ძმას საახალწლო შუშხუნა ხელში აუფეთქდა, რითაც სხეულზე დაზიანებები მიიღო, შემდეგ კი ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, როდესაც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ზრდასრულმა ადამიანმა შუშხუნა სამარშრუტო ტაქსიში შეაგდო, რის შედეგადაც მძღოლმა თვალი დაკარგა…

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ასაფეთქებლების აკრძალვა ამ პრობლემისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალია…

ლაშა გაბუნია: „ასაფეთქებლები აიკრძალოს ახალი წლის ღამის გარდაო და არ ვეთანხმები! ახალი წლის ღამესაც უნდა აიკრძალოს დიდ ქალაქებში მაინც. იყოს ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, სახელმწიფომ მოაწყოს ფოიერვერკი და არა მთვრალმა სამეზობლომ!

ნინო ბექაური: „მეოთხე კლასში ვიყავით, ჩემმა კლასელმა თვალი დაკარგა მაგის გამო. 25 დეკემბერი იყო. ასე რომ 31-ში აკრძალვა არ უშველის.“

ირმა იანტბელიძე: „ჩემი მოთხოვნაა აიკრძალოს შემოტანა და გაყიდვა. სად ვდიოთ ახლა ახალ წელს ააფეთქებენ ხალხს თუ ისე დღეებში…“

თინათინ კაკიაშვილი: „გუშინ ღამე ქუჩაში ვიღაცა ბიჭმა ფეხებთან დამიგდო ყუმბარის ფორმის ასაფეთქებელი და „ალაჰ აქბარ“-ო, დაიყვირა. მას მერე გული ხელით მიჭირავს…“

ეკა შონია: „აიკრძალოს ეს ასაფეთქებლები!!!!!!!! ვის უნდა მივმართო?????? აღარ შემიძლია უკვე…“

ცოტნე ხუციშვილი: „რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ აკრძალოთ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები