LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

113
11

Impact Hub Tbilisi-ს საერთაშორისო პროგრამის Social Impact Award-ის ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

გამარჯვებულები გახდნენ:

LitKid – საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმა, რომელიც მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზებული საბავშვო წიგნების შესახებ.

Cloudcrop – ციფრული აგრონომი, რომელიც თვითსწავლებადი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩამოაყალიბებს სამოქმედო გეგმას ფერმერისთვის, რითაც ხელს შეუწყობს საუკეთესო ხარისხისა და რაოდენობის პროდუქციის მოყვანას მინიმალური რესურსების გამოყენებით.

Alioni – რეგიონში პირველი ონლაინ აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ლაივ რეჟიმში აწვდის გამჭვირვალე ინფორმაციას ხის ნარჩენის გადამუშავებული მოცულობის, წარმოების პროცესისა და გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ და ამ ზიანის შესამცირებლად, ალტერნატივად, ნარჩენების რაციონალურ გამოყენებას სთავაზობს .

გამარჯვებულები ბიზნესიდეის განსახორციელებლად ფულად ჯილდოს მიიღებენ და ბელგრადში (სერბეთი) Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გაემგზავრებიან.

Social Impact Award-ის ფარგლებში წელს 70-მდე აპლიკაცია შემოვიდა. გუნდებმა ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს პროექტების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით სოციალური ბიზნესიდეების განვითარების გეგმა შეიმუშავეს. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებზეც იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე იმუშავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები