4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში (ნინოშვილის ქუჩა #8), Impact Hub Tbilisi-ს საერთაშორისო პროგრამის Social Impact Award-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაზე სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ და ბელგრადში (სერბეთი) Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გაემგზავრებიან.
ფინალისტებს შორის არიან:
- Alioni – რეგიონში პირველი ონლაინ აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ლაივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ხის ნარჩენის გადამუშავებული მოცულობის, წარმოების პროცესისა და გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ და ამ ზიანის შესამცირებლად ალტერნატივად ნარჩენების რაციონალურ გამოყენებას სთავაზობს.
- Chessteros Club – ნეშის ეკვილიბრიუმის სწავლებაზე ორიენტირებული, ოთხკაცა ჭადრაკის კლუბი ჰაუსური სამყაროთი.
- Cloudcrop – ციფრული აგრონომი, რომელიც თვითსწავლებადი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩამოაყალიბებს სამოქმედო გეგმას ფერმერისთვის, რითაც ხელს შეუწყობს საუკეთესო ხარისხისა და რაოდენობის პროდუქციის მოყვანას მინიმალური რესურსების გამოყენებით.
- Delp – აპლიკაცია, რომელიც, ერთი მხრივ, მომხმარებელს გაუმარტივებს წვდომას ცხოველების მოვლის სერვისებზე, მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს ცხოველთა თავშესაფრების პოპულარიზაციას.
- Hippotherapy – საქართველოში პირველი ადაპტირებული საცხენოსნო გარემო, სადაც იპოთერაპია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისთვის. იპოთერაპია საუკეთესო დამხმარე საშუალებაა მათთვის, ვინც ფიზიკური, სოციალური, თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს გადის.
- LitKid – საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმა, რომელიც მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზებული საბავშვო წიგნების შესახებ.