LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოც-ქსელში BMW X1-ის ჯაშუშური ფოტოები გავრცელდა

27

პოპულარული გამოცემა Carscoops განახლებული BMW X1-ის ჯაშუშურ ფოტოებს აქვეყნებს, რომლის პრემიერაც კალენდარში 25 აპრილს, პეკინის ავტოსალონის ფარგლებშია ჩანიშნული.

როგორც სურათებიდან ჩანს, განახლებული კროსოვერი წინამორბედებთან შედარებით უფრო გრძელია. ამ ეტაპზე ავტომობილის სიგრძე 2780მმ-ს შეადგენს. ასეთი ქმედებით, გერმანელებმა უკანმსხდომი მგზავრების კომფორტისთვის უფრო მეტი სივრცე დატოვეს.

ავტომობილის დამზადებაში BMW-ს ინჟინრებთან ერთად, ჩინური კომპანიის Brilliance-ს ინჟინრები მიიღებენ მონაწილეობას. საინტერესოა ისიც, რომ სურათებზე აღბეჭდილი ვერსია, სპეციალურად ადგილობრივი, ანუ ჩინური ბაზრისთვის დამზადდა. ვრცელდება ხმები იმის შესახებაც, რომ BMW ამ ავტომობილს, ევროპაშიც გაყიდის.

ამასთანავე, პრესაში გავრცელებული ხმებს თუ დავუჯერებთ, აღნიშნული მოდელი 2.0 ლიტრიანი ძრავით იქნება წარდგენილი. თუმცა მისი შეძენის მსურველებს, საშუალება ექნებათ არჩევანი 2.0 ლიტრიან ძრავსა და 1.5 ლიტრიანი, 136 ცხენის ძალის მქონე კომპლექტაციებიდან ერთ-ერთზე შეაჩერონ.

ავტომობილის საწყისი ღირებულება 259 ათასი დოლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები