მალე, NBC-ზე ამერიკული Voice-ის რიგით მე-20 სეზონი დაიწყება. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროექტს ჰიპ-ჰოპ არტისტი, სნუპ დოგი შეერთდება, ის მეგა-მენტორის როლს მოირგებს.
„ცნობილი რეპერი და პროდიუსერი კონკურსის მონაწილეებს თავის უნიკალურ გამოცდილებას გაუზიარებს“, – განაცხადეს გადაცემის პროდიუსერებმა.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ Voice-ს 27 წლის პოპ-ვარსკვლავი, არიანა გრანდეც შეურთდა, ის ნიკ ჯონასს ჩაანაცვლებს.