LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SMS სესხები – საფრთხე მომხმარებლებისთვის

108

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკების მიერ SMS სესხების კუთხით გააქტიურებაში ეკონომისტების ნაწილი საფრთხეს ხედავს. მათი ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ეროვნული ბანკი ბანკებში ლარის დეფიციტის შესახებ საუბრობს, კატასტროფულად იმატა სატელეფონო მესიჯებმა, რომელიც საცალო სესხების დამტკიცებას ეხება. ეკონომისტების თქმით, სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ გასულ წლის გაზაფხულზე მოითხოვდა ეროვნული ბანკისაგან საცალო სესხების შეზღუდვას.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ სამომხმარებლო სესხების ასეთი მარტივი, პრაქტიკულად დამტკიცებული ფორმით შეთავაზება გაუმართლებელია, რადგან მისი აღების ცდუნების წინაშე დგებიან ადამიანები, რომლებიც რეალურად სესხს ვერ გადაიხდიან. შედეგად, მათი სოციალური მდგომარეობა დამძიმდება.

ეკონომიკის ექსპერტები ასევე განმარტავენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ბანკები ქვეყნის ეკონომიკის რეალური დარგების დაფინანსებაზე უარს ამბობენ, სესხებს მაღალრისკიან მომხმარებლებზე გასცემენ.
”გარდა იმისა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა სამომხმარებლო სესხის სხვადასხვა ფორმით შეთავაზება. მათ შორის ე.წ. სალომბარდე სესხები, იპოთეკური ლომბარდი და ა.შ. ეს ნიშნავს რისკიანი მომხმარებლის დაკრედიტებას, რაც ძალიან სარისკოა როგორც მომხმარებლის, ისევე ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები