განახლებული ფორმატის სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო. ერთგული მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი შეთავაზება „სმარტისვე“ წარმოების სააღდგომო პასკებია. ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა, „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო და შოკოლადის პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება 7 ლარიდან იწყება. სააღდგომო პასკების წარმოების პროცესის გასაცნობად „სმარტის“ საწარმომ მედია ტურს უმასპინძლა.
„სმარტში აღდგომის ბრწყონვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო და „სმარტის“ ყველაზე გემრიელი შეთავაზება ჩვენივე წარმოების პასკებია, რომელიც ტრადიციული რეცეპტით და ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით – კვერცხით, კარაქით, შაქრით, ნედლი რძით, ფორთოხლით, ქიშმიშით, ცუკატებით მზადდება და გამორჩეულია თავისი გემოვნური თვისებებით. მომხმარებელს შევთავაზებთ როგორც ტრადიციულ, ისე სადღესასწაულო პასკებს, რომლებიც თეთრი და შავი შოკოლადით, ქიშმიშებითა და ცუკატებით მზადდება. ჩვენი უნიკალური რეცეპტი „ხარისხი დეტალებშია“, შესაბამისად „სმარტის“ წარმოების პასკებთან ერთად ჩვენი ერთგული მომხმარებელი სააღდგომო დღესასწაულს განსაკუთრებულად გემრიელად აღნიშნავს“, – აცხადებენ „სმარტში“.
შეგახსენებთ, „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განავითარებს. მორიგი „სმარტის“ გახსნა სააღდგომოდ ბათუმში იგეგმება და წლის ბოლომდე „სმარტის“ სუპერმარკეტი ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ არგვეთასთან მშენებარე „ვისოლ ჯგუფის“ მორიგ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსშიც განთავსდება.