LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სმარტი“ ხორც-პროდუქტების ხარისხის ცნობადობის კამპანიას იწებს

109

„სმარტი“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტ მატი ლამპთან ერთად ხორცპროდუქტების ხარისხის ცნობადობის კამპანიას იწყებს და ერთგულ მომხმარებელს, არა მხოლოდ „სმარტის“ ხარისხის კონტროლის პროცედურებს გააცნობს, არამედ მათ კონსულტაციებს გაუწევს როგორ შეარჩიონ ხარისხიანი, ჯანსაღი ხორცი და როგორ მოამზადონ ის, გემოვნური და სასარგებლო თვისებების დაკარგვის გარეშე.

„ჩვენი ოჯახი, ჩვენი შვილები, ჩვენი უმთავრესი ფასეულობაა. მათი ჯანსაღი კვება კი მათი ჯანსაღი მომავლის გარანტი. ხორცპროდუქტები ჩვენი რაციონის განუყრელი ნაწილია და ალბათ ხშირად გიკითხავთ სად შეიძინოთ ყოველდღიურად ახალი, ნამდვილი ქართული ხორცი? პასუხი მარტივია –  სუპერმარკეტ „სმარტში“.  „სმარტში“ ახალი ხორცი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწმდება  და დახლზე ხარისხის კონტროლის უმკაცრესი წესების დაცვით ხვდება“ – აღნიშნა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

მისივე ინფორმაციით, „სმარტში“ ყოველდღიურად ახალი ქართული, ნედლი ხორცის რეალიზაცია ხდება და დახლზე მოხვედრამდე ხარისხის კონტროლის მკაცრ, მრავალსაფეხურიან ეტაპს გადის. უკვე პროდუქტის მიღების შემდეგ “სმარტის” ვეტერინარული სამსახური სპეციალურ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ახდენს კიდევ ერთ დამატებით შემოწმებას დაავადებებზე და მხოლოდ მას შემდეგ გადის პროდუქტი გასაყიდად.

„სმარტი“ ერთადერთი სუპერმარკეტია საქართველოში, რომელსაც საკუთარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია აქვს. დამატებით “სმარტში” ხორცის ეტიკეტირება ხდება, სადაც ყიდვისას მითითებულია ხორცის რეალიზაციის დრო.

„სმარტმა“ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფისათვის. საკუთარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის შექმნა „სმარტს“ შესაძლებლობას აძლევს მუდმივად განახორციელოს პროდუქტისა და პროცესების ანალიზი და ყველა ბიოლოგიური ინდიკატორის  ტესტირების საფუძველზე, უზრუნველყოს საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და მუდმივად შეინარჩუნოს წარმოებული პროდუქტების მაღალი ხარისხი, ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფარგლებში კი საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ხარისხიანი ხორცის შერჩევის მახასიათებლებს და მის მომზადების წესებს გემოვნური და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებით“, – აცხადებს  სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტი მატი ლამპი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები