Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„სმარტი“ 5 წლის იუბილეს ფასდაკლების აქციით ხვდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სმარტი“ 5 წლის იუბილეს ფასდაკლების აქციით ხვდება

39

„სმარტი“ 5 წლის იუბილეს 5-კვირიანი ფასდაკლების აქციით ხვდება.

როგორც ,,ფორტუნას’ კომპანიაში  განუცხადეს, შობის დღესასწაულამდე თითოეულ კვირას სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებზე გრანდიოზული ფასდაკლებები ცხადდება.

მათივე ინფორმაციით, 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე, პირველი კვირა ხილ-ბოსტნეულზე -15%-იანი ფასდაკლებით დაიწყო. მომავალ კვირას ფასდაკლებები მზა ნაწარმსა და წარმოების სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება. დანარჩენი სამი კვირა კი საყოფაცხოვრებო ქიმიაზე, სასმელებსა და საახალწლო ასორტიმენტზე.

“ფასდაკლების პარალელურად „სმარტის“ ერთგულ მომხმარებელს საშუალება აქვს დააგროვოს უნიქარდის ბონუს ქულები ან ბონუს ქულებითვე შეისყიდოს სასურველი პროდუქტი და ასე დაზოგოს თანხები საახალწლოდ.’’-განაცხადეს კომპანიაში.

„ვისოლ ჯგუფმა“ სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები ამჯამად ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, წყნეთში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ბათუმში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები