LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონის OnePlus 3-ის მინი ვარიანტი Benchmark-ზე გამოჩნდა

40

თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ OnePlus-ის შესაძლებლობებში, კომპანიის ბოლო პერიოდის მოდელებს გადახედეთ.

ჩინური კომპანია, რომელიც Android-ის სისტემაზე მომუშავე სმარტფონებსა თუ ფაბლეტებს უშვებს, დიდი ხანია რაც გასცდა ყოველგვარ სტანდარტებს და Mini ვერსიის დივაისებიც კი ისეთივე მაჩვენებლებით წარმოადგინა, როგორც ორიგინალი ვარიანტები.

ასე მაგალითად:

დღეს, Benchmark-ზე OnePlus 3-ის მინი ვერსიის მახასიათებლები გამოჩნდა. როგორც ჩანს, ახალი გაჯეტი, 6 GB ოპერატიული მეხსიერებით იქნება აღჭურვილი.

ფაქტიურად მსოფლიოში 6 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით ამ ეტაპზე სმარტფონები არაა წარმოდგენილი და ეს სიგიჟე, რომელიც კომპანიამ ახლახანს განახორციელა, უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის.

როგორც წესი, კომპანიის პრიორიტეტები ხალხის გაოცებაზეა დამყარებული და აშკარა პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი მარკეტინგული სვლა – ამართლებს.

დივაისის მახასიათებლები დეტალურად შემდეგნაირად გამოიყურება:

ეკრანის გაფართოება 1920 x 1280-ით განისაზღვრა (Full HD), ხოლო მისი სიდიდე 4.6 ინჩს შეადგენს. გარდა ამისა, პროცესორი Qualcomm Snapdragon 820-ისა და გრაფიკული ამაჩქარებლის Adreno 530-ის მეშვეობით, გაჯეტი ერთ-ერთი უსწრაფესი და საოცრად კარგი 3D გრაფიკის აპარატი იქნება.

რაც შეეხება მეხსიერებას: მოწყობილობის შიდა მეხსიერება 64GB – ით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები