Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სმარტფონი გაუტეხელი ეკრანით – მეცნიერებმა თვითაღმდგენი მინა შექმნეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონი გაუტეხელი ეკრანით – მეცნიერებმა თვითაღმდგენი მინა შექმნეს

99
brokphone

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სმარტფონების ტექნოლოგია სწრაფად  უმჯობესდება, ახალი მოდელების ბატარეები უფრო დიდხანს ძლებს, კამერები  უკეთესი ხარისხის ფოტოებს იღებს და ყველანაირი გაუმჯობესება სახეზეა, მომხმარებლებს მაინც აწუხებთ ის ფაქტი, რომ ტელეფონების ეკრანები დავარდნისას ადვილად იბზარება.

თუმცა ეს პრობლემა შესაძლოა ძალიან მალე გადაიჭრას, ამის საშუალებას კი სმარტფონების მწარმოებლებს ინოვაციური ტექნოლოგია- თვითაღდგენადი მინა მისცემს, რომელიც მეცნიერებმა ტყვიის ჰალოგენური პეროვსკიტის (LHP) ეკრანებზე მუშაობისას შექმნეს. ახალი ეკრანი ძალიან მტკიცე მასალისგანაა შექმნილი, მისი გამოყენება კი მომავალში არა მხოლოდ ტელეფონებზე, არამედ ტელევიზორებზე და ლეპტოპებზეც იქნება შესაძლებელი.

თუმცა, ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ყველა საკითხი გადაჭრილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ნანოკრისტალებზე დაფუძნებული მასალა დისპლეებისთვის უკვე დიდი ხანია საუკეთესოდ მიიჩნევა, ის ძალიან მგრძნობიარეა სინათლის, სითბოსა და წყლისადმი. ამ ეტაპზე, ის ეკრანების ტექნოლოგიად მხოლოდ ლაბორატორიებში გამოიყენება. ამას გარდა, გადასაჭრელია მატერიალისგან ტოქსიკური ლითონების იონების გაჟონვის საკითხიც, რაც ახალ ეკრანს სულაც არ ხდის იდეალურ სამომხმარებლო პროდუქტად. თუმცა საბოლოოდ ამ პრობლემის გადაჭრა მკვლევრებმა მინაში იპოვეს და LHP მასალა მინაში მოაქციეს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასრულებულმა პროტოტიპმა პროდუქტმა აჩვენა მაღალი სტაბილურობა სიცხეში, სინათლეში, ჰაერზე და ტენიანობაში. არარის გამორიცხული, რომ მისი გამოყენება მზის პანელებზეც იყოს შესაძლებელი, რაც მათ ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის.

მიუხედავად სასიამოვნო სიახლისა, მკვლევრები არ მალავენ, რომ ვიდრე გაუტეხელი ეკრანები ფართო მოხმარებაში ჩაეშვება, გასავლელი კიდევ გრძელი გზაა.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები